Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს


ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსზე ხელმოწერისას
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსზე ხელმოწერისას

"მოვაწერე ხელი ეთიკის კოდექსს. გავიზიარე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს კომისიის წევრი, რა ვალდებულებები აქვს და რა ეკრძალება. აღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია, რათა იყოს შთაბეჭდილება, რომ არჩევნები ობიექტურად მიმდინარეობს", - განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა თამარ ხმელიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეთიკის კოდექსი შეიმუშავა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიებში მოეწერა ხელი. ეთიკის კოდექსის პრინციპები საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 40 000-მა წარმომადგენელმა გაიზიარა.

"ეთიკის კოდექსი გულისხმობს, რომ არჩევნებში ყველა ჩართული მხარე იყოს თანაბარ პირობებში და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი. ასევე, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აწარმოონ თავიანთი საარჩევნო კამპანია", - განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

კოდექსის დარღვევის შემთხევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი დისციპლინურ პასუხისმგებლობას იღებს.

XS
SM
MD
LG