Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერმა გაასაჯაროვა კრემლთან დაკავშირებული 4 ათასი ანგარიში


ტვიტერმა გამოაქვეყნა 10 მილიონი ტვიტისა და სხვა მასალების არქივი, რაც, როგორც ირწმუნებიან, არის რუსეთისა და ირანის სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. როიტერსის ცნობით, ამასთან დაკავშირებით სოცქსელის ადმინისტრაციამ გახსნა ინფორმაცია თითქმის 4 მილიონი ანგარიშის შესახებ. ისინი კავშირშია რუსეთის საინტერნეტო გამოკვლევების სააგენტოსთან, რომელიც ადრე აშშ-ის ხელისუფლებამ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევაში. სააგენტოს სათავეში უდგას ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრად ითვლება.

XS
SM
MD
LG