Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას უწოდა „გლობალიზაციის შედეგი“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას, რომლის დროსაც აფეთქებისა და სროლისას 21 ადამიანი დაიღუპა, უწოდა „გლობალიზაციის შედეგი“. სოჭში, ვალდაის ფორუმზე, პოლიტოლოგების შეკითხვებზე პასუხისას პუტინმა თქვა, რომ თავდასხმას ხელი შეუწყო მსგავსმა შემთხვევებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტით ვრცელდება. პუტინის თქმით, „ჩვენ არ ვქმნით საჭირო, საინტერესო და სასარგებლო კონტენტს ახალგაზრდებისთვის“, რის გამოც ისინი ინტერნეტში იღებენ „ჰეროიზმის სუროგატს“. ამასთან, რუსეთის პრეზიდეტის სიტყვებით, ჭეშმარიტი ჰეროიზმი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. როგორც იტყობინებიან, ქერჩის კოლეჯზე თავდასხმა განახორციელა მისმა სტუდენტმა ვლადისლამ როსლიაკოვმა. მან თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG