Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტ-საპრეზიდენტო ბედი


ავტორი: გიორგი ნუსხელაძე

ფეისბუქში 900 „მეგობარი“ მყავს. პერიოდულად ვცდილობ სამეგობრო სია გავწმინდო, მაგრამ სოკოებივით სწრაფად ჩნდებიან. აღარაფერს ვამბობ წაშლილების აგრესიაზე, რომლებიც ძირითადად რელიგიის და ეროვნული პოზიციის დამცველებისადმი ზიზღით გამოირჩევიან. ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად მეძლევა საშუალება დაკვირვებისსაფუძველზე, ადამიანების გარკვეული კლასიფიცირება მოვახდინო. ხოლო როცა დალაგებული გაქვს შესაბამისი მონაცემები გარკვეულწილად შეგიძლია ერთმანეთს შეადარო და ივარაუდო რა შეიძლება მოხდეს.

ორიოდე კვირაა დარჩენილი 28 ოქტომბრამდე. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაშია. მოსახლეობასთან შეხვედა, სატელევიზიო დებატები, ახალი ამბებით აჭრელებული ინტერნეტი და ქუჩებში გაკრული სააგიტაციო პლაკატებიც ამაზე მეტყველებს. ქრონიკული აქტივობა ფეისბუქშიც შეინიშნება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს რომლებსაც საკუთარი კანდიდატი არჩეული ჰყავთ, მათ დასაცავად უშვერ სიტყვებსაც უხვად იშველიებენ. არც სწყალობენ ოდნავ განსხვავებულ აზრს. მხოლოდ რამდენიმე იდეურ პოსტულატზე თავისდაუნებურად თანხმდებიან. სადემონსტრაციო მაგალითად კი არჩევნებზე წასვლას უკავშირებენ. „არგუმენტის“ გასამყარებლად ამერიკაში ინგლისურსა და ესპანურ ენას შორის 1(ერთი) ხმით გადაწყვეტილ ბედს უსვავენ ხაზს. სადაც ინგლისურმა აჯობა. თუმცა ეს ფაქტიც დამახინჯებითაა მოყვანილი. სინამდვილეში, მითი მალენბერგის სახელითაა ცნობილი, რომელიც ინგლისურ და გერმანულ ენას შორის მოხდა. გამარჯვება კი ინგლისურის სასრგებლოდ დამთავრდა 42-ით 41.

არამგონია ქართული არჩვენები მსოფლიო ისტორიულ პრეცენდენტებს ქმნიდნენ. ამიტომაც მახსნდება წინა სტატიაში[1] გადმოცემული ძველი „კლასიკური“ სცენარი რომლითაც სასურველი კანდიდატის გაპრეზიდენტება ხდება. ერთხელაცგადავხედოთ: ვარჩევთ სასურველ კანდიდატს კულუარებში, დავყრით ჭორებს პიროვნების გაპრეზიდენტებისათვის, ვქმნით მოსალოდნელ განწყობას ვინ გვმართოს, პრესის საშუალებით დავამატებთ რამდენიმე დადებით სტატიას და სიუჟეტს, ხმათა მეტი პროცენტით ავირჩევთ ე.წ. უმრავლესობით, დაველოდებით ინაუგურაციას და პრეზიდენტი მზად არის.

დაახლოებით ასეთივე უმრავლესობა ფეისბუქ სივრცეშიც შეინიშნება. ძირითადად თავგადაკლულ გულშემატკივრობაში. საინტერესოა, რომ ბევრი მათგანი ტენდენციას მისდევს და სინამდვილეში ინტერესი არ აქვს. ასე მაგალითად, ჩემი ფეისბუქ „მეგობრების“ უმეტესობა გულშემატკივდრობდა ტოჩინოშინის, ბასილაშვილს, რაგბს, ფეხბურთს, კალათბურთს და ა.შ. ამაში არაფერია გასაკვირი, პირიქით სასიხარულოა. თუ სტადიონზე რთულია ტალღის კეთება, ფეისბუქზე იოლია. შედეგად ვიღებთ მომენტს, რომელშიც მონაწილეობა იმიტომ ხორციელდება რომ უნებური „მსხვერპლი“ არსებობს. მსხვერპლი ისაა ვინც არ ღებულობს საქომაგო პოსტებში მონაწილეობას ან ცალსახად მაგრად არ აინტერესებს. ასეთი პერსონა განწირულია ალმაცერად ყურებისთვის.

დასაწყისში ვთქვი, რომ დაკვირვებისა და შედარების საფუძველზე ივარაუდო რა შეიძლება მოხდეს. სწორედ ეს შეგვიძლია სარჩვენო სპორტის პოსტ-ფაქტუმად გამოგვადგეს. რაც უფლებას გვაძლევს არა ჩატარებული საარჩევნო გარემოთი დავინტერესდეთ, არამედ თავად იმით რისთვისაც არჩვნები ტარდება. საბოლოოდ, ინტერესის საგანია თავად ყოფილი პრეზიდენტების ბედი. რაშიც სრულიად აისახება ხალხის დამოკიდებულება:

ზვიად გამსახურდია - მოკლული

ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე - სახლში გამოკეტილი, შეიძლება შინა პატიმრობაც ეწოდოს

მიხეილ სააკაშვილი - გაქცეული, ზრდილობიანი ფორმით ემიგრირებული

სტატიის ბოლო სტრიქონებიც ალბათ გიორგი მარგველაშვილის პოსტ-საპრეზიდენტო ბედით იქნება დაინტერესებული - რას გადაუწყვეტს ხალხი.

[1] საქართველოს ბოლო პრეზიდენტი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG