Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანი უარყოფს რომ სცემეს


საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნათია კუპრაშვილმა 18 ოქტომბერს ღამით, სასჯელაღასრულების დაწესებულებაში მოინახულა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები მისი ცემის შესახებ. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა. ნათია კუპრაშვილის თქმით, მირზა სუბელიანს აღენიშნება მცირედი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, იდაყვთან და კისერზე, თუმცა, განაცხადა, რომ ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, სუიციდის მცდელობისას. „ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“ - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG