Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ სიღნაღის მერია ისტორიულ გალავანზე ჩატარებულ სამუშაოებში უდანაშაულოდ ცნო


სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ისტორიულ გალავანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაში, მერია უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს სხდომაზე, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლე პაატა ნოზაძემ, ჯარიმის სახით 12000 ლარის გადახდა მხოლოდ კომპანია "ინსტალ+"-ს დააკისრა.

რაც შეეხება სიღნაღიას მერიას, მოსამართლემ ამ ნაწილში წარმოება შეწყვიტა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ისტორიული გალავანში რეაბილიტაცის პროექტის შეუთანხმებლობის გამო, სიღნაღის მერია და კომპანია "ინსტალ +" 11 ოქტომბერს დააჯარიმა. კომპანია "ინსტალ+" გალავნის თაღზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

XS
SM
MD
LG