Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი დაეძებს დაკარგულ ირანელ მესაზღვრეებს


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შაჰ მაბმუდ ყურეშიმ თავის ირანელ კოლეგას განუცხადა, რომ უშიშროების ძალები დაეძებენ 14 ირანელ მესაზღვრეს, რომლებიც, თეირანის თანახმად, გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. ყურეშიმ ამის თაობაზე სატელეფონო საუბრისას უთხრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს. ირანის მედია აცხადებს, რომ გატაცებულთაგან ორი ირანის რევორუციურ გვარდიის დაზვერვის სამსახურს მიეკუთვნებოდა. შვიდი მეომარი ბასიჯის გაერთიანებაში ირიცხებიან. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ასეთი ინციდენტები ორი ქვეყნის იმ მტრების ნამოქმედარია, რომლებსაც არ ახარებთ ორი მეზობელი სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG