გარდაიცვალა სომხური წარმოშობის ცნობილი თურქი ფოტოგრაფი, არა გიულერი, რომელმაც სახელი გაითქვა სტამბოლის სურათებით. გიულერმა ფოტოგრაფიების საშუალებით შექმნა სტამბოლის მეოთხედ საუკუნოვანი ისტორია. მისი გარდაცვალების შესახებ 17 ოქტომბერს ცნობა ანადულოს სააგენტომ გაავრცელა. ის ცნობილი გახდა 1958 წლის შემდეგ, როცა ამერიკულმა „ტაიმ-ლაიფმა“ დაასაქმა. გიულერს გადაღებული ჰყავს ცნობილი ადამიანები, მათ შორის, უისნტონ ჩერჩილი, ინდირა განდი, მარლონ ბრანდო, სოფია ლორენი, სალვადორ დალი, პაბლო პიკასო და სხვები. მისი სახელობის მუზეუმი სტამბოლში წელს გაიხსნა.
ყველაზე პოპულარული
1