პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რომელის 2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მან მმართველი პარტია "ქართული ოცნებისგან" სამი მიკროავტობუსი, FORD TRANZIT იქირავა, თითო ათას ლარად. ამის შესახებ პორტალი www.kavshirebi.ge იუწყება. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარის კრედიტი აიღო. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული შემოწირულებები 4,5-ჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და თითქმის 5-ჯერ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის, საარჩევნო ფონდებში შეტანილ თანხებს.
ყველაზე პოპულარული
1