აშშ-ის სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებებმა გაავრცელეს კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც შეეხება კონგრესის კარსმომდგარ არჩევნებში რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მხრიდან შესაძლო ჩარევას. აშშ-ს სამი კვირა აშორებს ნოემბრის არჩევნებს, როდესაც მოქალაქეები აირჩევენ კონგრესის წევრებს, შტატების გუბერნატორებს, შტატების კანონმდებლებსა და სხვა არჩევითი თანამდებობის პირებს. "ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის, ჩინეთის და სხვა საერთაშორისო სუბიექტების, მათ შორის ირანის მხრიდან მომდინარე კამპანიებით, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის განწყობაზე ზემოქმედების მოხდენით, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ნდობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, შიდა უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები. 6 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გაარკვიოს, დარჩება თუ არა „რესპუბლიკელების“ კონტროლის ქვეშ როგორც წარმომადგენელთა პალატა, ისე სენატი.
ყველაზე პოპულარული
1