Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრძალავს უკრაინიდან ზოგიერთი სახეობის პროდუქტის იმპორტს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი სულ მალე აკრძალავს ზოგიერთი სახეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტს. 23 ოქტომბერს კალინინგრადში ჩასულმა მედვედევმა აღნიშნა ასევე, რომ სანქციები, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში ამოქმედდება, გავრცელდება ასევე ბევრ ცნობილ უკრაინელ მოქალაქესა და ცალკეულ კომპანიებზე. მიუხედავად გაუარესებული ურთიერთობებისა, რუსეთი, მედვედევის თქმით, „უკრაინის ყველაზე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება“, რითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა იმ შედეგებზე, რაც სანქციების შედეგად უკრაინას დაემუქრება. მედვედევამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საგანგებო ეკონომიკური ზომების“ შესახებ, უკრაინის „არამეგობრულ ქმედებებთან“ დაკავშირებით. ცნობაში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ საიტზე, არ იყო ნათქვამია, თუ კონკრეტულად რა სანქციები იგულისხმება, რუსეთის ლიდერის ბრძანებულებაში. კიევს, ისევე როგორც აშშ-სა და ევროკავშირს, რუსი ოლიგარქების, რუსეთის კომპანიებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ შემოღებული აქვთ სანქციები, რომელთა მიზეზია 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარება. ივნისში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კონტრზომებზე დასავლეთის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG