Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მოუწოდა სიტყვები შეარჩიონ


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს მიმართა, აკურატული სიტყვები და გამონათქვამები შეარჩიონ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობებზე მსჯელობისას. მეის მოწოდება მოჰყვა გაზეთ Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც პარლამენტის წევრები აკრიტიკებენ მეის პოზიციას ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში. სტატიაში ნათქვამია, რომ ტერეზა მეი შევიდა ცეცხლის ზონაში და ახლოვდება დრო, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მკერდში გაუყრიან გავარვარებულ დანას და ის მალე მოკვდება. გაზეთი სტატიის ავტორის და დეპუტატების ვინაობას არ ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი ტერეზა მეის მოუწოდებს, პარლამენტში თანაპარტიელ კონსერვატორებთან შეხვედრაზე თავის ჩამოსახრჩობად მივიდეს საკუთარი თოკით. სტატიის ანონიმ ავტორზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონსერვატიული პარტიის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ სიკვდილზე, ანონიმი ავტორის მეტაფორებმა ბრიტანული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG