საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყო პრეზიდენტობის სამი კანდიდატის დებატი. ის გახსნა "ევროპული საქართაველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მას მოჰყვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით, კანდიდატები ერთმანეთს იწვევენ: ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე მიიწვია.