Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: აშშ-ის მიერ მართულმა საფრენმა აპარატებმა იანვარში რუსეთის ბაზაზე იერიში სცადეს სირიაში


რუსეთი ირწმუნება, რომ იანვრის თვეში, სირიის დასავლეთში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა გადაიბარა 13 უპილოტო საფრენი აპარატის მართვა და შეეცადა რუსეთის სამხედრო ბაზაზე მათი გზით იერიშის მიტანა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ უპილოტო აპარატები მიფრინავდნენ ჰმემიმის სამხედრო-საჰაერო ბაზისკენ, რომელიც ლათაქიის პროვინციაში მდებარეობს, როცა მათზე „კონტროლი გადაიბარა“ აშშ-ის მზვერავმა თვითმფრინავმა, „პოსეიდონ 8-მ“. „პოსეიდონ 8" ხმელთაშუა ზღვის თავზე იმყოფებოდა. ამის თაობაზე ცნობა რუსეთის სააგენტოებმა გაავრცელეს. ფომინის თქმით, უპილოტო აპარატები განადგურებულ იქნენ სანამ სამიზნეს მიაღწევდნენ. ფომინს არ დაუზუსტებია, ვის ეკუთვნოდა აპარატები და არც ის უთქვამს, როდის მოხდა ინციდენტი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ცნობას უწოდა „ერთობ საგანგაშო“. აშშ-ის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა ადრე პენტაგონმა უარყო მტკიცება რუსეთის მხრიდან, რომ აშშ-ის ძალები იყვნენ ჩართული რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე და საზღვაო ფლოტის ობიექტზე ტარტუსში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშში. იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მეამბოხეებმა რუსეთის ორ ობიექტზე თავდასხმის მიზნით 13 შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG