Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციის მიზეზი


„მინდა მივმართო ბატონ ზაზას, ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება იმას რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა, ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, დაველოდოთ ჯერ კიდევ, სამართალი გრძელდება, ვაცადოთ მუშაობა, არავითარი ხიბლი არ აქვს ხელისუფლებას, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს ასეთ გამოძიებაში“, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რა მიზნით დგას ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე.

„რატომ დგას რუსთაველზე? სად არის იმის ხიფათი, რომ სამართალი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. არაფერი არ არის, კითხვა არ არის. დღეს არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ის რომ ადგილს უნახავს ნაციონალურ მოძრობას ეს ჩანს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ზაზა სარალიძე და კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სადაც წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის დადგმას ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, სარალიძე დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმისთვის. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეორე თვეა მართავს საპროტესტო აქციას მისი შვილის მკვლელის დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG