Accessibility links

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 2004 წელს, 11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმეზე დააკავეს


ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს გაასამართლა 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. მამუკა ნოზაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდებული მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა, დამნაშავედ მიიჩნია გამოძალვის ნაწილში: „მაშინ დაზარალებულებს ვუწევდი კონსულტაციებს. გაუჩინარებული ბავშვის დეიდა ჩემი კოლეგა იყო. სწორედ ამიტომ ვიყავი ამ პროცესში ჩართული. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“.

დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9 წლიანი სასჯელი მოიხადა. მისი თქმით, ბრალდებული სასჯელს იხდიდა ძალადობისა და ტელეფონის წართმევის გამო.

ინფორმაცია, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია,ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. „1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს” -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს დღისით გაუჩინარდა. იმავე ღამით, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG