Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი „ამზადებს პასუხს“ შეიარაღების შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვს მომზადებული აქვს საპასუხო ზომების საკუთარი პროექტი ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე გავიდეს „ცივი ომისდროინდელი“ შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავს საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების წარმოებას და გამოყენებას.“ ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა 28 ოქტომბერს რუსეთის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ აშშ-ის საელჩომ რუსეთში რამდენიმე დღის წინ გადასცა მას სია იმ შეკითხვებისა, რომლებიც ვაშინგტონს აღელვებს. „რუსეთთან მხოლოდ თანასწორობის პრინციპზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა“ - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „რუსეთის არავის ახვევს თავს მეგობრობას“. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს საშუალო რადიუსის ახალი ბირთვული რაკეტის შექმნაში, რასაც 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ი გავა ხელშეკრულებიდან საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ (INF).

XS
SM
MD
LG