Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მმართველი გუნდი და სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს,რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მმართველი გუნდი, აქტიურად ემზადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის:

"მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა“-აღნიშნა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. მისი განმარტებით, ცვლილებები განხორციელდება მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსების მიმართულებით. ეკა ბესელია ამბობს, რომ პარტიის ამოცანაა, ადამიანური რესურსის, აქტივის მობილიზება და ყველა იმ ადამიანამდე მისვლა, ვინც არჩევნებზე არ მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG