Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: ორივე შედეგი კატასტროფაა


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "Facebook"-ზე გამოქვეყნებული პოსტით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება:

"პოსტი იმ მორალისტებისთვის რომლებიც აქ, ამ სივრცეში ვინმეს დანამუსებას ბედავთ ისევ, ისე რომ ერთი ნაბიჯის გადადგმას ქადაგებთ, მის შედეგებზე პასუხისმგებლობის და მეორე ნაბიჯს როგორ ხედავთ ამის ახსნის გარეშე.

1. დიახ ბიძინა აუცილებლად უნდა დაისაჯოს პოლიტიკურად იმ უგუნურებისთვის რაც 28 ოქტომბერმა მოიყვანა;

2. ეს 27 ოქტომბერსაც იცოდით, თუმცა მაინც მორალისტის პოზით, ფსევდო "შენ რომ მეორე კლასში თმები მომწიწკნე" არგუმენტებით არაფერი გითქვამთ, გაგიკეთებიათ იმისთვის რომ ეს ნანატრი მეორეტური ასეთი უარჩევანო არ ყოფილიყო.

3. ზუსტად ასევე იქცევით დღეს. სილა გაწნულია, ეხლა პანჩური ამოვარტყათ და ერთ დღიანი კმაყოფილება მივიღოთ და ხვალემ იფიქროს ხვალისა

4. ხვალ კი ვაშაძის პრეზიდენტობით საქართველოში, იმ მინიმალური უფლებებით რაც მას აქვს:
ა. მიშას შეიწყალებს;
ბ. მიშას მოქალაქეობას დაუბრუნებს;
გ. ლტოლვილი, მომლოცველი, ცრელმომდგარი მიშიკო ტრაპიდან რევოლუციას დაანონსებს;
დ. ესენი მეგა შეცდომების დაშვებას დაიწყებენ; და მერე კი იცით როგორც გრძელდება.

5. სალომეს პრეზიდენტობაზე ბევრი ვთქვი და აღარ გავიმეორებ;
6. ამიტომ, როდესაც ვინმეს მორალს წაუკითხვათ, აუცილებლად იქვე ისიც მოყევით მეორე სერიაში რა გეგმა გაქვთ.

PS. ამ არჩევნებს პარტიული აქტივი მოიგებს იმის მიხედვით ვის უფრო მეტი აღმოაჩნდება, დიდი ჰაიჰუი არ ჭირდება მაღალი მორალური ტრიბუნებიდან, ორივე შედეგი კატასტროფაა და 27 ოქტომბერს ცოტა მეტი სამოქალაქო სიმამამცე რომ გამოგეჩინათ იქნებ არც აღმოვჩენილიყავით ამ კატასტროფის წინაშე"

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG