Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერეთელზე მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გადარჩა


24 წლის კაცი "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა მას შემდეგ, რაც ის მე-14 სართულიდან გადმოვარდა. რადიო თავისუფლებას "ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან" აცნობეს, რომ პაციენტს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და ის გონზეა. ცენტრის თანახმად, პაციენტი ამბობს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და გადავარდა, ჩავარდა გარაჟში, სადაც პუფები ელაგა.

მამაკაცს აღენიშნება დაჟეჟილობა და ამ დრომდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ უკვე აჩვენა, რომ მოტეხილობა ან რაიმე სხვა დაზიანებები არ აქვს მიღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG