Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის


საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის აზრით, მეორე ტური არ არის არჩევანი ორ კანდიდატს, ან ორ პარტიას შორის - ეს არის არჩევანი „ორ საქართველოს შორის“. როგორი გვინდა საქართველო - ეს არის არჩევანი, ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთო, განაცხადა ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა არჩევნებზე მისულ ადამიანებს, მხარდამჭერებს, თავისი საარჩევნო შტაბის წევრებს. მისი აზრით, ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც 28 ოქტომბერს მოხდა - პირველი ადგილი არჩევნების პირველ ტურში. თავისი მეტოქე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მან რუსეთთან კავშირის მქონედ წარმოსახა: განაცხადა, რომ არ აპირებს ვაშაძესა და რუსეთს დაუთმოს ქვეყანა. ზურაბიშვილს სჯერა, რომ მისი გუნდის მხარეს არის სიმართლე, ევროპა და „საქართველოს თანამედროვე მომავალი“. ამ შეფასების გამოთქმით და ლოზუნგით „ერთად საქართველოსთვის“ დასრულდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრიფინგი. ზურაბიშვილს, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სარგებლობს, 28 ოქტომბრის არჩევნებში ერგო ხმების 38, 64%, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გრიგოლ ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - 37,74%.

XS
SM
MD
LG