ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერი აცხადებს, რომ რუსეთისაგან მოელის „პროფესიონალიზმს“, როცა მიმდინარე კვირაში ნორვეგიის ნაპირებთან ჩატარდება როგორც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების, ისე ნატოს ძალების წვრთნები. სტოლტენბერგმა მშობლიურ ნორვეგიაში 30 ოქტომბერს, ნატოს სამხედრო მანევრებზე დასწრებისას აღნიშნა, რომ ალიანსს გასულ კვირაში შეატყობინეს რუსეთის გეგმაზე, გამოსცადოს რაკეტები 1-დან 3 ნოემბრამდე ნორვეგიასთან, საერთაშორისო წყლებში. რუსეთის რაკეტების გამოცდისა და ნატოს სწავლება „ერთობლივი სამკაპის“ ფონს ქმნის დაძაბულობა მოსკოვსა და ალიანსს შორის. კრემლი ნატოს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებაში რუსეთის საზღვრებთან სამხედრო წვრთნების ჩატარებით, ხოლო ნატო აკრიტიკებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას.
ნატო მოელის „პროფესიონალიზმს“ რუსი სამხედროებისაგან ნორვეგიის ნაპირებთან მანევრების დროს

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი