Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: მე შესაწყალებელი არაფერი მჭირს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუკლაივის საშუალებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩეველს და განცხადა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე. ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს სჭირდება დრო საქართველოდან წასავლელად და ამიტომ წელავენ დროს მეორე ტურამდე.

"სალომე ზურაბიშვილს დაუწერეს 600 000 ხმა და აქედან 300 000 არის ყურით მოყვანილი..." - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტს ასევე შეკითხვით მიმართეს შეწყალების და საქართველოში დაბრუნების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:

"უნდა იქნეს დაცული კანონის უზენაესობა. მე შესაწყალებელი არავისი არაფერი არ მჭირს. არაფერი არ მომიპარავს, თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან. არცერთი უკანონო ქმედება არ ჩამიდენია... ქართველი ხალხი გადაწყვეტს და საქართველოს ისტორია ჩემ თაობაზე. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე მიმაჩნია, რომ აქაც უნდა იყოს კანონის უზენაესობა დაცული. მე მგონი, ხელაღებით არაფერი არ უნდა მოხდეს. ვაშაძემ უნდა მოისმინოს, თუნდაც ამ "ქოცპროკურატურის" არგუმენტები... მოვუსმონოთ, იქნებ რამე აქვთ..."

მიხეილ სააკაშვილის ამბობს, რომ მისი "რევანში იქნება სწრაფად განვითარებული საქართველო, სამართლებრივი ქვეყანა. ჩემი რევანში იქნება ბევრად გაზრდილი შემოსავლები და საქართველოზე ისე ილაპარაკებს მთელი მსოფლიო, როგორც წარმატების მაგალითზე".

XS
SM
MD
LG