Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ანტიდასავლურ პროპაგანდას დაუპირისპირდება სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებით


ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს შექმნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და „ევროპელმა კოლეგებმა“. „ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს, უკვე რამდენიმე სამინისტროში არსებობს ასეთი სტრუქტურა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მათი მხარდამჭერი ღონისძიებები,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG