Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის ინციდენტში ბრალდებულებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს


ინციდენტის შედეგად დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან.
ინციდენტის შედეგად დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან.

ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი გუშინ წარედგინა, აღმკვეთ ღონისძიებაზე კი ახალქალაქის სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ინციდენტის შედეგად დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან. ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტების გადაწყვეტილება იყო, დარჩენილიყვნენ კლინიკაში და მკურნალობა გაეგრძელებინათ.

ჰოსპიტალში გუშინ განაცხადეს, რომ ახალქალაქში ინციდენტის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

გამოძების მიხედვით დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG