Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის მესამედს ირჩევენ


აშშ-ის მოქალაქეები 6 ნოემბერს კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილს და სენატის 100 ადგილიდან 35-ს, რის შედეგადლაც გაირკვევა, ვინ გააკონტროლებს კონგრესს. საშუალედო არჩევნებად წოდებული კენჭისყრის შედეგი ზეგავლენას მოახდენს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადზე, ოთხწლიანი მმართველობის მეორე ნახევარზე. არჩევნებამდე წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესის ქვედა პალატაში, რესპუბლიკელებს 23-ით მეტი ადგილი აქვთ, ვიდრე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს და ზედა პალატას, სენატს , ისინი აკონტროლებენ მხოლოდ ერთი მანდატის უპირატესობით. წინასწარი გამოკითხვებით, დემოკრატებს აქვთ შანსი სულ მცირე სენატი მაინც გააკონტროლონ. გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ვაშინგტონ პოსტისა და „ეი-ბი-სის“ მიერ იქნა გამოქვეყნებული, ამომრჩეველთა 50 პროცენტი უპირატესობას ანიჭებს დემოკრატიულ პარტიას და 43 - რესპუბლიკელებს. საშუალედო არჩევნების დროს, ჩვეულებრივ, ამომრჩეველის აქტიურობა დაბალია, მაგრამ უკვე ჩანს, რომ 2018 წლის კონგრესის არჩევნებში ამომრჩევლები იაქტიურებენ, რადგან არაერთი საკითხის, პირველ რიგში, ტრამპის პრეზიდენტოს გამო, დაძაბული მოელიან კენჭისყრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG