Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ჰანი: "არარეალურია" თურქეთის „თვალსაწიერ მომავალში“ გაწევრიანება ევროკავშირში


ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ „არარეალურია თვალსაწიერ მომავალში თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში“. გერმანიის გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში, ჰანმა აღნიშნა, რომ უფრო კეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა „თურქეთის მიღებაზე მოლაპარაკების შეწყვეტა“ და კონცენტრირება თანამშრომლობაზე ისეთ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია. ჰანმა აღიარა, რომ ამჟამად, პრაქტიკულად, შეწყვეტილია თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები ევროინტეგრაციის საკითხზე. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თურქეთთან მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო. როგორც ჰანმა „ველტთან“ საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ ქვეყანა სულ უფრო ძლიერად იხრება ავტოკრატიისაკენ, რის გამოც ევროკავშირის ზოგი წევრი - კერძოდ საფრანგეთი და ავსტრია - კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბლოკში ანკარის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG