Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: არ დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას


„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი... მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი და სადაც თეორიული შანსი მაინც არსებობს გადარჩენის, შენარჩუნებისა თუ აღდგენის, ჩვენ ეს მოვახერხოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 7 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობა იყო დაგეგმილი.

კახა კალაძის თქმით, ახლანდელი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს წინა ხელისუფლებას და უკმაყოფილო არ უნდა დატოვოს კერძო მესაკუთრეები, რომლებსაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებში ფული აქვთ გადახდილი.

ციტატები

XS
SM
MD
LG