სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციებისგან გამოთიშა ირანის მსხვილი პორტი, ჩაბაჰარი, რითიც ის აღიარებს ამ პორტის მნიშვნელობას ავრანეთისთვის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "სამხრეთ აზრიის სტრატეგია ხაზს უსვამს ჩვენს მყარ მხარდაჭერას ავღანეთის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების, ისევე როგორც ინდოეთთან ჩვენი ახლო პარტნიორობის მიმართ" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა 6 ნოემბერს. ირანმა გასულ წელს გახსნა ეს პორტი ინდოეთის ოკეანეში, პორტს დიდწილად ინდოეთი აშენებს და ის ავღანეთისთვის იქნება მომარაგების უმნიშვნელოვანესი გზა, ამასთან, ის ინდოეთს საშუალებას მისცემს გვერდი აუქციოს მეტოქე პაკისტანს, შუა აზიასთან და აფრიკასთან სავაჭრო ურთიერთობებში.
ავღანეთის ინტერესების გათვალისწინებით, აშშ-მა ირანის ჩაბაჰარის პორტი გამოთიშა სანქციებიდან

ყველაზე პოპულარული
1