Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ტარდება ნატოს სამხედრო სწავლებები


პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ტარდება ფართო მასშტაბის სამხედრო სწავლება ნატოს ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სწავლება „ანაკონდა“ ყველაზე დიდი სამხედრო მანევრებია ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ნატოს კიდევ ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს მანევრებში ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გათვალისწინებულია ასევე საზღვაო სწავლება ბალტიის ზღვაში. 2014 წლიდან, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, ნატო აძლიერებს თავის დაჯგუფებას ბალტიის ზღვის რაიონში. ამ დღეებში ნორვეგიაში დასრულდა ნატოს ფართო მასშტაბის სწავლება, რომელშიც 50 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG