Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თალიბანი არ არის მზად ავღანეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად"


მოსკოვში ავღანეთის თაობაზე გამართულ კონფერენციაზე თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალიბანი არ არის მზად ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელთან მოსალაპარაკებლად. თალიბანის დელეგაცია ამგვარ შეხვედრას მოსკოვში პირველად დაესწრო. ქაბულის მთავრობამ არ გაგზავნა მოსკოვში სამთავრობო დელეგაცია. რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მშვიდობის უზენაესი საბჭოს დელეგაცია, რომელიც არა სამთავრობო, არამედ ეროვნული გაერთიანებაა. მხარეებმა მოსკოვის შეხვედრის თაობაზე განაცხადეს, რომ წინსვლა მიღწეული არ ყოფილა. თალიბების დელეგაციის ლიდერმა, შერ მოჰამად ადას სტანაქზაიმ განაცხადა, რომ თალიბანი არ არის მზად ქაბულთან პირდაპირ მოსალაპარაკებლად და ის მის ნაცვლად აშშ-ითან გამართავს შეხვედრებს. თალიბანსა და მშვიდობის საბჭოს შორის არაოფიციალურ შეხვედრები არაერთხელ გამართულა.

XS
SM
MD
LG