Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა სარიშვილი „ოცნების“ დასასრულს ვარაუდობს


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს.

„რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმას აპროტესტებს ის ხალხი, ვისაც ორი თვე კარვებით ჰქონდა გავსებული რუსთაველის გამზირი. დღეს ერთი კარავი გახდა მათთვის პრობლემა. ხელისუფლებამ ის მოიმკა, რაც დათესა. არ უნდოდა ერთი კარავი, მაგრამ მიიღო ორმოცდაათი“, - განაცხადა ირინა სარიშივილმა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზეც და ქვეყანაშიც, ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება.

„ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული“, - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

XS
SM
MD
LG