ბულგარეთის ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც გამოიწვია საწვავზე ფასების გაძვირებამ და მანქანანების გადასახადის მოსალოდნელმა გაზრდამ. 2000-მა ადამიანმა, რომლებსაც ხელთ ეპყრათ სახელმწიფო დროშები, გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი. დემონსტრანტების ნაწილი მოითხოვდა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის გადადგომას. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის შედეგად, ბოლო თვეში რამდენჯერმე გაიზარდა საწვავის ფასი. მრავალი ადამიანი აღაშფოთა მთავრობის დადგენილებამ, რომელიც 2019 წლიდან ითვალისწინებს გადასახადის გაზრდას ძველ და ეკოლოგიურად საშიშ მანქანებზე. ბულგარეთში საშუალო ხელფასი 575 ევროა, რაც ყველაზე დაბალია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ყველაზე პოპულარული
1