Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ვერა იოუროვა: რუსეთი არის ევროპაში საარჩევნო პროცესის მთავარი ხელშემშლელი


ვერა იოუროვა
ვერა იოუროვა

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი არის ევროპაში საარჩევნო პროცესის მთავარი ხელშემშლელი. ევროკომისარმა სამართლისა და სამომხმარებლო პოლიტიკის სფეროში, ვერა იოუროვამ 14 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ „ევროპაში საარჩევნო პროცესში ჩარევის ყველაზე ხშირად ნახსენები წყარო არის რუსეთი“. ამავე დროს ევროკომისარმა დასძინა, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევის შესაძლებლობებს აუმჯობესებენ სხვა ქვეყნები და კერძო ჯგუფებიც. იოუროვამ ეს განცხადება გააკეთა დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა მომავალ წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებში უცხო აქტორების შესაძლო ჩარევის პრობლემას.

XS
SM
MD
LG