რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, "ლევადა ცენტრის" მონაცემებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საარჩევნო რეიტინგი ბოლო ხუთ წელიწადში პირველი ჩამოსცდა 60%-ს.
გამოკითხვის 22 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, სავარაუდო ამომრჩევლების 56% (შარშანდელზე 10%-ით ნაკლები ამბობს, რომ პუტინს მისცემს ხმას 2024 წლის არჩევნებზე. პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტია 1999 წლიდან. წელს 7 მაისს გაიმართა პრეზიდენტად მისი მორიგი, ექვსწლიანი ვადით ინაუგურაცია მარტის არჩევნების შემდეგ.
ლევადამ 18-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა 18 წელს გადაცილებული 1600 ადამიანი 136 სხვადასხვა ადგილას რუსეთში. მისი ინფორმაციით, 66% პუტინს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის პრობლემებზე.