Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილთა ახალი ჩანაწერები

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ახალი ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სეგრეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირები. ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ რუსლან ბოშიროვის და ალექსანდრ პეტროვის სახელებზე გაცემული პასპორტებით. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც 2018 წლის 4 მარტითაა დათარიღებული, ეს პირები გადიან ქალაქ სოლსბერის სადგურიდან, ათი წუთის შემდეგ გადაღებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, რომ ისინი იმყოფებიან სკრიპალის სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე. სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ სწორედ 4 მარტს აღმოაჩინეს. რამდენიმე ხნის წინ, საგამოძიებო ვებსაიტმა Bellingcat-მა და გამოცემა Insider-მა დაადგინეს, რომ პირები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში რუსლან ბოშიროვის და ალექსანდრ პეტროვის სახელზე გაცემული პასპორტებით იმყოფებოდნენ, სინამდვილეში არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი.

XS
SM
MD
LG