საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ, - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.