Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაჭრილი ყოფილი საჯარო მოხელე რეანიმაციაში რჩება


ზუგდიდის პოლიცია
ზუგდიდის პოლიცია

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ბაკურ გულუა. საავადმყოფოს მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

ბაკურ გულუა ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და თავდამსხმელის ძებნა. სამინისტროში გვითხრეს, რომ მოგვიანებით დაზუსტდება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც გამოძიება წარიმართება. ბაკურ გულუამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2018 წლის თებერვალში დატოვა.

XS
SM
MD
LG