Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიციამ მოკლა სამი თავდამსხმელი, რომელიც ჩინეთის საკონსულოში შეჭრას ცდილობდა


პაკისტანელმა პოლიციელებმა მოკლეს სამი თვითმკვლელი ამფეთქებელი, რომელიც ქალაქ კარაჩიში ჩინეთის საკონსულოში შეჭრას ცდილობდა. დაიღუპნენ ასევე ორი პოლიციელი და ორი პაკისტანელი სამოქალაქო პირი. ამ თავდასხმას პაკისტანის მთავრობამ უწოდა „შეთქმულება“ ისლამაბადსა და პეკინს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის წინააღმდეგ.

იუწყებიან აგრეთვე, რომ სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ხალხით სავსე ბაზარში მოწყობილი აფეთქების შედეგად. კარაჩიში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო სეპარატისტულმა „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ თავდასხმას დიპლომატიური მისიებზე და პაკისტანს მოუწოდებს, მიმართოს ზომებს ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG