Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონში დაჭრილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს


„ნაციონალური მოძრაობის“ ონის ორგანიზაციის და პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის ცოლის, ნინო სხირტლაძის ინფორმაციით, მისი ქმრის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სხირტლაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ნოდარ ბურდილაძეს განუვითარდა პნევმონია და მაღალი სიცხე აქვს. ბურდილაძეს, რომელიც ონში, ცივი იარაღით 21 ნოემბერს ღამით დაჭრეს, ქირურგიული ოპერაცია თერჯოლის საავადმყოფოში გაუკეთეს, წუხელ კი ოჯახის მოთხოვნით თბილისში, ღუდაშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ონში დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჭრაში ბრალდებული პირი, 1965 წელს დაბადებულ კ.ი, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ნოდარ ბურდილაძემ ქუჩაში ხმაურის შეწყეტისკენ მოუწოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კ.ი-ს, რომელმაც სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბურდილაძე დანით დაჭრა.

XS
SM
MD
LG