Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: სტრატეგიულ მიზნად ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გამოცხადება ძლიერი მესიჯია მოსკოვისათვის


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორების შეტანა სტრატეგიულ მიზნებად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ჩასაწერად, არის ძლიერი მესიჯი მოსკოვისათვის, რომ ორი ქვეყნის გაყრა „შეუქცევადი“ პროცესია.

პოროშენკომ 22 ნოემბერს უკრაინის პარლამენტში აღნიშნა, რომ რუსეთს, როგორც „აგრესორ სახელმწიფოს“, არ ექნება ვეტოს უფლება დასავლეთის ორ გაერთიანებაში უკრაინის გაწევრიანების საკითხში.

ამ მიმართვით ის გამოვიდა, ვიდრე პარლამენტარების დიდი უმრავლესობა პირველი მოსმენით მხარს დაუჭერდა შესწორებას უკრაინის კონსტიტუციაში სტრატეგიულ მიზნებად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ჩასაწერად.

XS
SM
MD
LG