Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი: სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზაზე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 23 ნოემბერს პროვინცია ხოსტში, სამხედრო ბაზაზე მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაიჭრა. აფეთქება მოხდა ისმაილ ხელის ოლქში. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის, აბედ აჰმად ზიას თქმით, შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. არ არის ნათელი, ვინ მოაწყო აფეთქება, მაგრამ ხოსტი თალიბანთან ახლოს მდგომი დაჯგუფება „ჰაყანის“ დასაყრდენია. თავად თალიბანი წარსულში გმობდა რელიგიურ შეკრებებზე თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG