Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსაკას „გრან სლემის“ პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდ დარჩა


ვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი

ოსაკაში ძიუდოს „გრან სლემი“ დაიწყო. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს - 23 ნოემბერს მამაკაცთა შორის მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა და ორივეში იაპონელები დაეუფლნენ ოქროს. საქართველოს ნაკრებისთვის კი სამდღიანი შეჯიბრების სტარტი წარუმატებელი გამოდგა.

ძიუდოს სამშობლოში საქართველოს ნაკრები მხოლოდ მამაკაცთა გუნდით, შვიდი სპორტსმენითაა ჩასული. კონკურენციაში ჯერ მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი ჩაება და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში დამარცხდა.

24 ნოემბერს ტატამზე გავლენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 81 კგ). 25 ნოემბერს კი უშანგი მარგიანი (90 კგ) ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.

XS
SM
MD
LG