Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის მეშვეობით საზოგადოებას გიორგობას ულოცავს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„გილოცავთ და სულ მალე საქართველოში“ - ასეთი პოსტის ქვეშ ვიდეო მიმართვას ავრცელებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს და 15 წლის წინანდელი „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებს შეახსენებს.

„ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა, წარმატების მიღწევის და წინსვლის. მაშინ ხალხმა ამ უიმედობას გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა ჩვენი ქვეყანა. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, საქართველო იყო ნომერ პირველი რეფორმატორი... ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა, ახალი ქალაქები აშენდა, საქართველომ ირწმუნა საკუთარი თავის ძალა და ეს ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხალხმა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში. მისივე თქმით, საქართველოს „ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ შევარდნაძის, ბევრი ძველი კადრი დაბრუნდა და ძველი სისტემა ბრუნდება“.

მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ ქართველი ხალხი მთელ მსოფლიოს ღირსებას და თავმოყვარეობას დაანახებს. „წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველოს ყველაფერი გამოუვა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

XS
SM
MD
LG