Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედის“ დაკვეთილი გამოკვლევით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს


სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48% - ასეთია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის შედეგი. გამოკვლევა ტელეკომპანიამ დაუკვეთა „gallup international-ს", საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეები პასუხობდნენ შეკითხვას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? გამოკვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. შერჩევის ცდომილებაა 2%.

ანალოგიურ შეკითხვაზე მოქალაქეებმა პასუხი გასცეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დაკვეთით ჩატარებულ გამოკვლევაშიც. Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები ტელეკომპანიამ 14 ნოემბერს გამოაქვეყნა და შედეგების მიხედვით, 56%-ით ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კი ხმათა 44% ერგო. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-მა კვლევა1-დან 9ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 2000 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება +/–3%.

XS
SM
MD
LG