Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის მახლობლად რუსეთის ხომალდი უკრაინულ საბუქსირო გემს შეეტაკა


უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაცვის ხომალდი შეეტაკა უკრაინის სამხედრო ფლოტის საბუქსირო გემს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად; უკრაინა აქტს აფასებს, როგორც "ღია აგრესიას“, რომელსაც გემის დაზიანება მოჰყვა. უკრაინა რუსეთის გემის ქმედებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. უკრაინის მხარის თანახმად, მისი გემები გადაადგილდებოდნენ გეგმის მიხედვით, ოდესიდან მარიუპოლის მიმართულებით. რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინის გემები დაადანაშაულა წყლებში უკანონო შესვლასა და კონფლიქტის პროვოცირებაში. რუსეთმა და უკრაინამ გააქტიურეს სამხედრო ყოფნა ქერჩის სრუტის მიმდებარე არელაში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG