Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა „სირცხვილი“ უწოდა დემონსტრანტების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც შაბათს წესრიგს უზრუნველყოფდნენ პარიზში მასობრივი საპროტესტო აქციის დროს, და „სირცხვილი“ უწოდა დემონსტრანტების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმებს.

პარიზის საპროტესტო აქცია, რომელიც დიზელის საწვავზე გადასახადის გაზრდის წინაღმდეგ იყო მიმართული, არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც თავის მხრივ პოლიციელებს პეტარდებსა და ქვებს ესროდნენ. ისინი აგებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ბარიკადებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის თქმით, დაკავებულია 130-მდე ადამიანი. მინისტრმა არეულობის მოწყობაში ულტრამემარჯვენეები დაადანაშაულა.

მთლიანობაში შაბათს საფრანგეთის მასშტაბით ათასამდე მანიფესტაცია დაფიქსირდა. მათი მონაწილეების საერთო რაოდენობამ ასი ათასს გადააჭარბა. გასულ კვირაში მსგავს აქციებზე 250 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

XS
SM
MD
LG