Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 "ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი: "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია"


"ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი ავთანდილ სტურუა "ევროპული საქართველო"-ს სამტრედიის ორგანიზაციის წევრების პარტიიდან წასვლასა და "ქართულ ოცნება"-ში გადასვლასთან დაკავშირებით 25 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე ადამიანმა დატოვა, რომელთაც განცხადების გაკეთების დროს უკან "ქართული ოცნების" კოორდინატორები დაუყენეს. "დღეს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ "ევროპული საქართველოს" სამტრედიის ორგანიზაცია შეუერთდა "ქართულ ოცნებას" დამხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. მინდა ცალსახად განვაცხადო, "ევროპული საქართველოს" სამტრედიის ორგანიზაცია შედგებარამდენიმე ასეული წევრისგან, მხოლოდ ერთეული წევრი დაადგა მოღალატეობრივ გზას, უკან ფონად დააყენეს "ქართულიოცნების" კოორდინატორები, რადგან უნდათ შექმნან ილუზია იმისა, რომ ჩვენი გუნდი მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენთვის პრინციპი და ქვეყნის მომავალია მთავარი. ჩვენ არ ვიყიდებით! მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს", -განაცხადა სტურუამ, რომლის სიტყვები მრჰყვს სააგენტო ინტერპრესნიუსს.

25 ნოემბერს, ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ სამტრედიაში პარტია "ევროპული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციას 150-მდე აქტივისტი გაემიჯნა.

XS
SM
MD
LG