Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ბინაში სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს


გაერთიანებული ოპოზიციის რუსთაველი წარმომადგენლის გოგა ინჯიას საცხოვრებელი ბინის აივანზე, წინასწარი ვერსიით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, რასაც ძლიერი აალება მოჰყვა.

გოგა ინჯია ამბობს, რომ ამ დროს სახლში, პირველ სართულზე, მასთან ერთად მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ყოფილი პოლიციელი, რომელიც მე-17 მიკრორაიონში ცხოვრობს, ამბობს, რომ აივანზე გაჩენილი ცეცხლი თავად ჩააქრო. მანვე მიაგნო ბოთლის ნამსხვრევებს. „აივანზე ბენზინის თუ ნავთის სუნი იდგა“, განაცხადა ინჯიამ. გოგა ინჯია თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. „მგონია, რომ ეს იყო გაფრთხილება“, თქვა მან, რომელიც რუსთავისმე-20 საარჩევნო ოლქის მე-40 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG