Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის მხრიდან ცალსახა პროვოკაცია უწოდა ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს. ლავროვის განცხადებით, უკრაინამ დაარღვია არა მხოლოდ საზღვაო სამართლის ნორმები, არამედ საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები, მათ შორის გაეროს წესდება, რომელიც ყველა სახელმწიფოსგან მოითხოვს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას. ლავროვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა ვიწრო სრუტეში განახორციელეს საშიში მანევრი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ამ აკვატორიაში მყოფ გემებს. რაც შეეხება კიევის გადაწყვეტილებას გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, ლავროვის თქმით, ამან შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG